arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
ავტორი
რობერტ მენასე
რობერტ მენასე

რობერტ მენასე 1954 წელს ვენაში დაიბადა. იგი ავსტრიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის – ჰანს მენასეს შვილია. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა 2001 წელს რომანით „ჯოჯოხეთიდან გაძევება“, სადაც ავტობიოგრაფიული თემები და ებრაული წარმომავლობის საკითხი განხილულია კითხვის ჭრილში, რამდენად ობიექტურია ისტორია. 1987 წლიდან დღემდე მიღებული აქვს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ევროპული პრიზი ბელეტრისტიკისა და პუბლიცისტიკის დარგში. 


არანაკლებ ცნობილია ესეისტური პუბლიცისტიკით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ესეები ევროკავშირისა და გლობალიზაციის თემაზე. მისი დამოკიდებულება ევროპული თემის მიმართ გულისხმობს ცალკეული ეროვნული სახელმწიფოების ძალუფლებისა და გავლენის კრიტიკას ერთი მხრივ და პოსტნაციონალური გაერთიანებული ევროპის იდეის პროპაგანდას მეორე მხრივ. მას იდეალურად მიაჩნია ევროპის რეგიონების გაერთიანებით ევროპული რესპუბლიკის შექმნა.

 

„შექმენით პოსტნაციონალური ევროპა, აქციეთ ევროპა მსოფლიო პოლიტიკის ავანგარდად“ ამ სიტყვებით მიმართა ავსტრიელმა მწერალმა რობერტ მენასემ 2017 წელს ევროპის პარლამენტს და მოუწოდა მის წევრებს არ დაივიწყონ ევროკავშირის შექმნის მთავარი იდეა, რომელიც ევროპის პოსტნაციონალურ მოწყობაში მდგომარეობდა.

 

მისი „დედაქალაქი“ 2017 წლის საუკეთესო გერმანულენოვანოვან რომანად აღიარეს.

ავტორის წიგნები
ვრცლად