arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ცირა ყურაშვილი
ცირა ყურაშვილი

დაიბადა 1962 წლის 1 მაისს ბაღდათში. 1987 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

 

1993 წელს მისი ლექსები შევიდა ქართული ახალგაზრდული პოეზიის ანთოლოგიაში. 1996 წელს გამოსცა ლექსების კრებული ასფალტის ყვავილები, 1999 წელს ზღაპრის წიგნი ქრისტესია. 2001 წელს მისი ინიციატივით გამოვიდა მწერალთა ერთობლივი კრებული საბავშვო ლექსებისა ლილე. 2002 წელს კავკასიური სახლის ლიტერატურულმა გამოცემამ ალტერნატივა მწერლის მოთხრობა უკან არ მიიხედო წლის საუკეთესო ნაწარმოებად აღიარა. 2005 წელს მოთხრობა შევიდა კავკასიური სახლის მიერ გამოცემულ ორტომეულში – ქალი, სახე და პრობლემა. 2006 წელს გამოსცა ლექსების კრებული ანბანური პერიოდი. 2008 წელს მოთხრობების და მინიატურების წიგნი. 2011 წელს გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა მისი პროზაული ნაწარმოებების კრებული ხიზნები კომანის მონასტერთან. 2013 წელს გამომცემლობა საუნჯეში დაიბეჭდა მისი ლექსების წიგნი სამოთხის სარკმელი. 2016 წელს კი გამოიცა მისი მომდევნო პროზაული კრებული ჟამსა თამაშობისასა და ესეების კრებული ვინ გაიტანს თეფშებს?