arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
შემკრთალი ქუჩა
შემკრთალი ქუჩა
ISBN:
978-9941-446-02-3
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პროზა
გვერდები:
212
ფორმატი:
12.5x17
ყდა:
რბილი
ფასი:
4.00


ყიდვა

ირაკლი სამსონაძის მიერ ბოლო წლებში დაწერილ ნოველებს შეიძლება ერთდროულად მკაცრიც ვუწოდოთ და ნოსტალგიურიც. ეს წიგნი ცხოვრებაზეა – ყოველდღიურ მოძრაობაზე, მიმქრალ და ჩაკარგულ ადამიანებზე, რომლებიც მწერალს დავიწყებისთვის არ ემეტება.

 

თითოეული შტრიხი, პერსონაჟებისგან ნათქვამი სიტყვა თავს იმისთვის იყრის, რომ ნამდვილი ოსტატის ხელში შთამბეჭდავ, ორიგინალურ სურათად გამთლიანდეს.

 

ამ სურათზე სახეღიმილიანი პოლიტიკოსის მოულოდნელი გამოჩენით შემკრთალი ქუჩაცაა, მექათმე გაბრიელის თავაღერილი ინდაურებიც და „ტკივილში გამოტარებული შვებაც“, რომელიც ძნელ დროზე დაწერილ წიგნს იმედით ავსებს.
 

ირაკლი სამსონაძის შემკრთალი ქუჩა ლიტერატურული პრემია საბას 2012 წლის გამარჯვებულია ნომინაციაში წლის საუკეთესო პროზაული კრებული.

 

ელ. ვერსია

ავტორის წიგნები
ვრცლად