arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ბორის აკუნინი (გრიგოლ ჩხარტიშვილი)
ბორის აკუნინი (გრიგოლ ჩხარტიშვილი)

მწერალი, იაპონისტი და მთარგმნელი. მხატვრულ ნაწარმოებს აქვეყნებს ბორის აკუნინის ფსევდონიმით.

 

დაიბადა 1956 წლის 20 მაისს ზესტაფონში. სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზია-აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. აქვს ისტორიკოს-იაპონიისმცოდნის დიპლომი. თარგმნის მხატვრულ ლიტერატურას ინგლისური და იაპონური ენებიდან რუსულზე. მუშაობდა ჟურნალ Иностранная литература-ს მთავარი რედაქტორის მოადგილედ (1999-2000). მისი მთავარი რედაქტორობით გამოიცა 20 ტომეული იაპონური ლიტერატურის ანთოლოგია.

 

2009 წლის 29 აპრილს ბორის აკუნინი ამომავალი მზის მეოთხე ხარისხის ორდენის კავალერი გახდა. 2009 წლის 10 აგვისტოს რუსეთისა და იაპონიის კულტურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის იაპონიის მთავრობამ სახელმწიფო პრემია მიანიჭა.

 

პოპულარობა მწერალს მოუტანა ისტორიულ-დეტექტიური რომანების სერიამ ერასტ ფანდორინზე.

ავტორის წიგნები
ვრცლად