arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
სემუელ ბეკეტი
სემუელ ბეკეტი

ირლანდიელი მწერალი, პოეტი და დრამატურგი. წერდა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. დაიბადა 1906 წლის 13 აპრილს, დუბლინში. იგი პარიზის პედაგოგიურ ინსტიტუტში ინგლისური ენის ლექტორად მუშაობდა. სწორედ აქ გაეცნო იგი ჯეიმზ ჯოისს. ამ შეხვედრამ ბეკეტზე დიდი გავლენა მოახდინა, იგი ჯოისს ეხმარებოდა კვლევით საქმიანობაში.

 

1929 წელს ბეკეტი აქვეყნებს თავის პირველ ნაწარმოებს, კრიტიკულ ესსეს, დანტე... ბრუნო. ვიკო.... ჯოისი.  ბეკეტი რამდენიმეჯერ მოგზაურობს გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომამდე ცოტა ხნით ადრე კი სახლდება პარიზში. თავისი პირველი რომანის, მარფის დაბეჭდვაზე ავტორი 36-ჯერ მიიღებს უარს გამომცემლებისგან, თუმცა საბოლოოდ ნაწარმოები მაინც იხილავს დღის სინათლეს.

 

1960-იან წლებში ბეკეტის იესები უკვე საქვეყნოდაა ცნობილი, ამის გამო ავტორს ბევრი მოგზაურობა უხდება მთელ მსოფლიოში, ესწრება თავისი პიესების წარმოდგენებს. 1969 წელს ბეკეტი ნობელის პრემიას იღებს ლიტერატურაში. ლენდონი აიღებს.

 

1989 წლის 17 ივლისს გარდაიცვლება ბეკეტის მეუღლე. თავად მწერალი ამ დროს პარკინსონითაა დაავადებული და მოხუცთა თავშესაფარში მიდის, სადაც გარდაიცვალა კიდეც იმავე წლის 22 დეკემბერს. ცოლ-ქმარი დაკრძალულია მონპარნასის სასაფლაოზე, პარიზში.

ავტორის წიგნები
ვრცლად