arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ათასფრთიანი წერო
ათასფრთიანი წერო
ISBN:
978-9994-039-84-5
კატეგორია:
ნობელის პრემიის ლაურეატები
გვერდები:
234
ფორმატი:
14.8x21
ყდა:
რბილი
ფასი:
8.95


თარგმნა ლილი მჭედლიშვილმა

 

1968 წლის ნობელიანტი იასუნარი კავაბატა იაპონური მწერლობის კლასიკური ტრადიციების გამგრძელებელია. ამის დასტურია მის მიერ 1951 წელს შექმნილი რომანი ათასფრთიანი წერო, რომელსაც საფუძვლად უდევს იაპონელთა მიერ ჩაის ცერემონიალის, უძველესი წეს-ჩვეულების, ანუ ტიადოს (ჩაის გზა) უმაღლესი ხელოვნების რანგში აყვანა და იგი ნაწარმოების მხოლოდ მოქმედების ფონი კი არა, მისი იდეაა. 

 

ჩაის ფინჯანი უღირსი ადამიანების ხელში ხვდება, მის წმინდა სხეულზე გარყვნილების ნაკვალევი ჩნდება, თუმცა ეს წარმავალია, ვინაიდან დრო, რომლის განმავლობაშიც იგი უწმინდური ადამიანების ხელთაა, მის ასაკთან შედარებით მხოლოდ ერთი წამია. ფინჯანი „მუდმივი ფასეულობის“ კრიტერიუმი ხდება, რომლის გამუდმებულ ძიებაშიცაა კავაბატა, რათა ტექნიკის, რაციონალიზმის საუკუნემ ადამიანში არ ჩაკლას ადამიანური გრძნობები, არ წალეკოს ადამიანის ადამიანთან მისასვლელი ბილიკი.