arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ორდროშობანა
ორდროშობანა
ISBN:
978-9941-31-251-9
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პროზა, გაკვეთილების შემდეგ საკითხავი
გვერდები:
200
ფორმატი:
14.5X20.5
ყდა:
რბილი
ფასი:
17.95


ყიდვა

Toresa Mossy-ს ახალი, საყმაწვილო რომანი „ორდროშობანა“ ერთდროულად საინტერესო თავგადასავალიცაა და დამაფიქრებელი ისტორიაც, გამოგონილი ამბავიც და მიმდინარე მოვლენების ამსახველიც დოკუმენტიც. მას შეუძლია ნებისმიერი ასაკის მკითხველის ყურადღება მიიპყროს, რადგან უცნაურ, წინააღმდეგობებით სავსე და საინტერესო თავგადასავალში ყველას ჩაითრევს.

 

რა მოხდება თუ ერთ დილით გაიღვიძებთ და აღმოაჩენთ, რომ ქართული დამწერლობა გაქრა? და რა მოხდება თუ ერთ ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობს 14 წლის ცელქი ბიჭი თომა და ჰყავს ორი ისეთი მასწავლებელი, როგორიც უნდა იყოს ნებისმიერი მასწავლებელი?

 

ლიზა ისტორიას უბრალოდ კი არ ჰყვება, არამედ განგაცდევინებს, ხოლო ზაზა ფიზიკის შესასწავლად საჭირო ფორმულებს უბრალოდ კი არ გაზეპირებინებს, არამედ თავადაა აღმომჩენი და გამომგონებელი და შენშიც მეცნიერების სიყვარულსა და დაუოკებელ ცნობისმოყვარეობას აღძრავს.

 

როგორ განვითარდება მოვლენები თუ ლიზა ქართული კულტურის გადარჩენას ცდილობს, ხოლო ზაზა და თომა ფარნავაზის ეპოქაში გადავლენ და დროის მსვლელობაში მომხდარი ცვლილების გამოასწორებას შეეცდებიან?

 

გაიგე როგორ შეიქმნა ქართული ანბანი და როგორები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ზღაპრის გმირებად კომბლეს, ასფურცელას და ნაცარქექიას მეტსახელებით იქცნენ.

 
 

 

ელ. ვერსია

ავტორის წიგნები
ვრცლად