arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ჟან-პოლ სარტრი
ჟან-პოლ სარტრი

ფრანგი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი, დრამატურგი, ნოველისტი, პოლიტიკური აქტივისტი, ბიოგრაფი, ლიტერატურული კრიტიკოსი.

 

დაიბადა 1905 წლის 21 ივნისს პარიზში, ბურჟუაზიულ ოჯახში. პარიზის ლიცეუმში სარტრი გაიცნობს და დაუმეგობრდება პოლ ნიზანს. ამ პერიოდში წერს ორ პატარა მოთხრობას, რომლებშიც ირონიით საუბრობს საზოგადოებრივი პირობითობებით გაჯერებულ ცხოვრებაზე. ლიცეუმში ორი წლის სწავლის შემდეგ სარტრი და ნიზანი უმაღლეს პედაგოგიურ სასწავლებელში ჩაირიცხებიან.

 

1928 წელს სარტრი გაიცნობს სიმონა დე ბოვუარს, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მისი კომპანიონი იქნება. 1938 წელს გამოდის მისი პირველ რომანი გულზიდვა, რომელიც მაშინვე შეაფასეს გამორჩეულ ლიტერატურულ მოვლენად.

 

1964 წელს დაჯილდოვდა ნობელის პრემიით ლიტერატურის დარგში, თუმცა მან ჯილდოზე უარი განაცხადა.

 

ჟან-პოლ სარტრი გარდაიცვალა 1980 წლის 15 აპრილს. დაკრძალულია მონპარნასის სასაფლაოზე.
 

ავტორის წიგნები
ვრცლად