arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ვარკას ნიღაბი
ვარკას ნიღაბი
ISBN:
978-9941-31-707-1
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პროზა
გვერდები:
208
ფორმატი:
13.50x20
ყდა:
რბილი
ფასი:
12.95


ყიდვა
„ზუსტად ვერ განსაზღვრავ ჟანრულ თავისებურებას ჰაიდეს თხზულებისა „ვარკას ნიღაბი“ ‒ როგორც სჩვევია პოსტმოდერნიზმს. არც გამოკვეთილი სიუჟეტური ქარგა მოეპოვება ‒ როგორც პოსტმოდერნიზმს სჩვევია. თხრობაში უხვადაა ციტატებიც, ასოციაციებიც, ალუზიებიც ‒ პოსტმოდერნიზმს როგორც სჩვევია.
 
ეს მანერა იმიტომ აურჩევია ავტორს თავისი დებიუტისათვის, რომ ყველაზე მახლობლად დაუგულვებია; ამიტომაც გაუთავისებია ასე მარჯვედ ეს სტილისტიკა და გაბედულად დაუსახლებია „ვარკას ნიღბის“ მხატვრული გარემო ყველასთვის ცნობილ მწერალთა თუ პერსონაჟთა ლანდებით, დრო და სივრცე წარმატებით რომ მოუშლია და ერთმანეთთან შეუხვედრებია დაშორებული სახელები.
 
ფანტასმაგორია ტრიალებს მთელს თხზულებაში და ის წარმართავს თხრობის შინაგან ლოგიკასაც და გარეგან გამოხატულებასაც, ფანტაზიის გაქანებით, სილაღითა და თამაშ-თამაშით რომ დაგვაფიქრებს მწერალი ბევრ საჭირბოროტო და მტკივნეულ პრობლემაზე, რომლის შუაგულშიც ვბრუნავთ და გამოსავალს დავეძებთ.
 
„ვარკას ნიღაბი” გამოსავლის ძიების ერთ-ერთი გზაა, მოხდენილად მინიშნებული და ძვირფასი სახელებით მოკირწყლული.“ – როსტომ ჩხეიძე

ავტორის წიგნები
ვრცლად