arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ღიმილი
ღიმილი
ISBN:
978-9941-31-739-2
კატეგორია:
ახალი თარგმანები, გაკვეთილების შემდეგ საკითხავი
გვერდები:
180
ფორმატი:
14.5x20.5
ყდა:
რბილი
ფასი:
0.00


ლიტერატურული პრემიების მფლობელმა კანადელმა მწერალმა სიუზან კრეიგ-ვაიტოკმა ცხოვრების დიდი ნაწილი საგანმანათლებლო სისტემაში მუშაობას მიუძღვნა და ოც წელზე მეტხანს იყო ონტარიოს უმაღლესი სასწავლებლის ინგლისური ენის პედაგოგი. ოთხი რომანისა და მოთხრობების ორი კრებულის ავტორი კრეიგ-ვაიტოკი მთავარი რედაქტორია კანადაში დაფუძნებული ონლაინ ლიტერატურული ჟურნალის „DarkWinter”.
 
„ღიმილი“ მოზარდების ცხოვრებისეულ გამოწვევებზე გვიყვება. წიგნის მთავარ პერსონაჟ კას უილსონს დალხენილი ცხოვრება არ აქვს. ჯერ 16 წლის არ არის და უკვე უამრავი პასუხისმგებლობა აწევს ტვირთად. მამა ხუთი წლის წინ გარდაეცვალა და დედის დასახმარებლად გაკვეთილების შემდეგ ხან სავაჭრო ცენტრში მუშაობს, ხანაც სახლში მარტოდ დარჩენილ ძმას უვლის. პირადი პრობლემებიც არ აკლია – თანაკლასელები აწუხებენ, თანაც ვერ აურჩევია, სკოლის დამთავრების შემდეგ რა პროფესიას მოჰკიდოს ხელი.
 
ერთ საღამოს კასი შეიტყობს, რომ დედას შეყვარებული ჰყოლია და თავს მოტყუებულად ჩათვლის. გადაწყვეტს თავის სურვილებზე უარი აღარ თქვას. მალე კასის ცხოვრებაში ახალი ადამიანები ჩნდებიან და ეხმარებიან იმის გამორკვევაში, თუ ვინ არის თვითონ და რა ხდის ბედნიერს.
 
ინგლისურიდან თარგმნა თამარ სუბელიანმა