arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
ზღვასთან
ზღვასთან
ISBN:
978-9941-31-734-7
კატეგორია:
ახალი თარგმანები
გვერდები:
360
ფორმატი:
14.5x20.5
ყდა:
რბილი
ფასი:
0.00


თვრამეტი წლის აბდულრაზაკ გურნამ, ზანზიბარის რევოლუციის დროს, მშობლიური ტანზანია დატოვა და ინგლისში დევნილად ჩაბარდა. მას წერა სამშობლოს მონატრებამ დააწყებინა. ემიგრაცია, კოლონიალიზმის გავლენა და გაუცხოების შეგრძნება მის ყოველ ნაწარმოებს თან გასდევს.
 
რომანი „ზღვასთან“, რომელიც 2001 წელს მცირე ტირაჟით გამოიცა, 2021-ში ავტორის მიერ აღებულმა ნობელის პრემიამ დააბრუნა წიგნის მაღაზიებში. ბოლო წლებში აბდულრაზაკ გურნა მთელმა მსოფლიომ გაიცნო და შეიყვარა.
 
ამბავს ორი ემიგრანტის პერსპექტივით ვეცნობით, რომელთა დაპირისპირების შედეგად დაფარული სიმართლე იკვეთება და საბოლოოდ ვიგებთ თუ რა მიზეზით მოუწიათ მათ მშობლიური მიწის დატოვება.
 
ამ რომანში კარგად ჩანს რა ემართებათ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, როცა ძალაუფლება ერთი ტირანიდან მეორეს ხელში გადადის. ეს დიდი ტრაგედიაა, რომელსაც ავტორი მსუბუქი ირონიითა და გულწრფელობით გადმოგვცემს.
 
აბდულრაზაკ გურნას ეს რომანი თავისი მარადიული თემებით ქართველი მკითხველისთვისაც მშობლიური გახდება.
 
ინგლისურიდან თარგმნა მართა ურუშაძემ