arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
სარეპეტიციო ლექსები
სარეპეტიციო ლექსები
ISBN:
978-9941-454-47-9
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პოეზია
გვერდები:
260
ფორმატი:
14x18
ყდა:
რბილი
ფასი:
9.00


სარეპეტიციო ლექსებით დასათაურებულ კრებულში გიორგი ზანგურის აქამდე დაბეჭდილ ორივე წიგნში (ჩემს თანადედამიწელებს, წიგნი) შესულმა ლექსებმა მოიყარა თავი. მათ კარგად იცნობს მკითხველი და ამ კრებულების ხელახლა გამოცემა სწორედ მკითხველთა სურვილმა განაპირობა.

 

პროფესიით მსახიობმა თავისი მსოფლხედვის, განცდისა და მრწამსის გამოსახატად პოეზია აირჩია და ისეთივე თავგანწირვით, პირუთვნელი შემოქმედებითი ემოციით ერთგულებს მას, როგორც სცენას. მისი ლექსები მისივე განხორციელებული თუ განუხორციელებელი როლების, ეტიუდების, რემარკების გაგრძელებებია; პოეტი ამავე დროს მოთამაშეცაა და პირიქით, ფიცარნაგის გამჭვირვალე საბურველიდანაც ყველაზე ჭეშმარიტს, ყველაზე ნამდვილს ემსახურება – სიტყვას, პოეზიას.

 

სარეპეტიციო ლექსები ხელოვნების ამ ორი დარგის – თეატრისა და პოეზიის სიმბიოზია, და ნამდვილი შემოქმედების კანონისამებრ – ამ მთლიანობით ცხოვრების უტყუარ იერსაც ატარებს.






 


ავტორის წიგნები
ვრცლად